LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ“ – ნანა ბაგალიშვილი დავით ბერიაშვილსა და და-ძმა ყარალაშვილებზე

998
Untitled design

რაჭაში მომხდარ სტიქიას სხვა ადამიანებთან ერთად, დავით ბერიაშვილის სიცოცხლეც ემსხვერპლა. ის სოფელ წნორში დაკრძალეს.

„ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი სოციალური ქსელით მადლობას უხდის სტიქიის ზონაში მომუშავე მაშველებს და პოლიციელებს, რომლებმაც ადამიანური თავგანწირვა გამოიჩინეს, ასევე მოხალისეებს, რომელთაც საჭმელი და სასმელი არ მოაკლეს ადამიანებს, რომლებიც დაკარგული ადამიანების ძებნა-შველის სამუშაოებს ახორციელებენ. ნანა ბაგალიშვილი მადლობას უხდის იმ ადამიანებსაც, ვინც ამ რთულ პერიოდში, გვერდში დაუდგნენ.

შოვის სტიქიის დროს დაღუპულებს შორის დავით ბერიაშვილია

„პატარა ამბავი არაა დავითისგან ასეთი ძვირფასი საჩუქარი. ასე ვიქეცით ერთ გუნდად…ღმერთო რა მტკივნეული ყოფილა” – მეგობარი დავით ბერიაშვილზე

„მეგობრებო, უზარმაზარი მადლობა გამხნევებების მცდელობებისთვის. გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს ვეძებთ და იმედია მათაც ღირსეულად გავაცილებთ.

სანამ წიგნს ხელში ავიღებ, მგონია, ასე მოიქცეოდნენ ჩემს ადგილას სოფი, გიო და დათოც, რომ ოდნავ მონორმალურო ცხოვრებას ცოტა ხნით დაუბრუნდებოდნენ, მადლობებს უნდა ჩამოვყვე. ჯერ აუცილებელი საჯარო გაბრაზების, მოთხოვნის და მუშაობის რესურსი არა მაქვს. ამიტომ, ჯერ მადლობები:

„იღბლიანები ვართ, რომ შენი უმაგრესი ხუმრობებით გვახარხარებდი.. მადლიერები ვართ, რომ ქართული მითების მსოფლიოსთვის გაცნობა გადაწყვიტე და შენს ცოდნებს გვიზიარებდი“ – „ცოდნის კაფე“ შოვში გარდაცვლილ დავით ბერიაშვილს ემოციურად ემშვიდობება

1. თითქმის ყველა მაშველს და პოლიციელს, ვისაც 4 აგვისტოდან იქ ვუყურებდი. ადამიანური თავგანწირვისთვის. პერსონალური გმირობისთვის, რომელიც იმიტომ დასჭირდათ, რომ სისტემა არ მუშაობს. მადლობა მათ ოჯახებს რომ არ წაიყვანეს და მზად იყვნენ დანაკარგისთვის.

2. მადლობა მოხალისეებს რაჭაში, ვინც ტყე-ტყე იარა საშველად და საძებნად, ვინც საჭმელი და სასმელი არ მოაკლო მაშველებს, ვინც ოჯახებს და ახლობლებს ფარად გვედგნენ როგორც შეეძლოთ. განსაკუთრებული მადლობა Gvantsa Akiashviliს და Eto Arsanidze და ყველა მოხალისეს. მადლობა წითელ ჯვრის ექიმებს, მაგათი იმედით ვიყავი რომ იქ არ მოვკვდებოდით შეტევით და რამე არ დაემართებოდათ მეგობრების მშობლებს.

3. მადლობა ქუთაისის სამხარაულის ბიუროს მთავარ გამომძიებელს, სახელი არ მახსოვს, მთელ ამ ჯოჯოხეთში ყველაზე ადეკვატური პროფესიონალი ეგ შეგვხვდა. მადლობა გადაეცით გთხოვთ, თუ ვინმე იცნობთ და მომინიშნეთ აქ, ცალკე უნდა მივწერო, ოჯახებს როგორ უხსნიდა გულდასმით ყველაფერს, ყელის გამოწევით, ვედრებით და ასევე როგორ არიდებდა შესაძლო ტრავმებს.

4. მადლობა, შოთა საღარეიშვილს, რომ შოვში ერთადერთი აღმოჩნდა ვინც ადეკვატურად მოემსახურა დაკარგულის და იმ დროს უკვე შესაძლო გარდაცვლილის დედას და ისე გადაგვიყვანა ქუთაისში ამოცნობაზე როგორც საჭირო იყო. გახსენებაც მიჭირს რა ხდებოდა ველზე – ქაოსი, დაბნეულობა და სისასტიკე იყო პოლიციელებს შორის და უცებ როგორ გამოჩნდა ეს ადამიანი და როგორ მდუმარედ და სრული ემპათიით გვემსახურებოდა შოვიდან ქუთაისის სამხარაულის ბიურომდე და უკანა გზაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service მგონი განსაკუთრებული კადრი გყავთ და ამასაც ნუ გააქცევთ თქვენგან ან ქვეყნიდან #შოთასაღარეიშვი

5. მადლობა ჩემს მეგობრებს, დედას, ძმას, მამას, რომ თუთა სრულად გადაიბარეს შესაძლებლობას მაძლევენ ვიგლოვო და ვიყო მეგობრების მშობლების გვერდით.

6. მთავარი მადლობა ჩემი გარდაცვლილი მეგობრების მშობლებს, ჯერ რომ შესაშურად მაგარი მეგობრები გაგვიზარდეს და მერე რომ ამ დღეებშიც ჩემთვის სამაგალითოები არიან, როგორ არ დაკარგეს სახე, ადამიანობა, ემპათია, შინაგანი კარკასიც როგორ შეინარჩუნეს და როგორ მზად არიან დათო, სოფის და გიოს უკვდავყოფისთვის ყველაფერი გააკეთონ და იმისთვისაც რომ მათთან მართლები იყვნენ.

7. ბოლო კიდევ, მადლობა თქვენ ხალხო, აქ ბევრი ახლო, ნაცნობი და უცნობი მეგობარი და გულშემატკივარი მყავხართ და თქვენი სრული უმრავლესობის იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობრების დაწყებული საქმეები გავაგრძელოთ და მთავარი, როგორი ქვეყნისთვისაც ეგენი იბრძოდნენ, ეგ გავაკეთოთ.

პ.ს. ვერ გპასუხობთ მესიჯებზე ყველას, კომენტარებზე მით უმეტეს, მაგრამ ვკითხულობ და მადლობა. ოი, და, მადლობა კამარა Kamara-ს რომ ფსიქო თერაპევტის მომსახურებებს უფასოდ სთავაზობთ შოვში მომხდართან დაკავშირებულ ხალხს. ❤“, – წერს ნანა ბაგალიშვილი.

 

მეგობრებო, უზარმაზარი მადლობა გამხნევებების მცდელობებისთვის. გუშინ ერთი მეგობარი გავაცილეთ. ერთი თითქმის ვიპოვეთ, მეორეს…

Posted by Nana Bagalishvili on Wednesday, August 9, 2023

 

 

magti 5g