LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ გაბაშვილის მამა კინოში – შუაღამით მე და ნიკა სასაფლაოზე… ამ დროს ნასყიდაშვილის ადვოკატები მეჭიმებიან, აგრესიულობისთვის სარჩელს ვამზადებთ და გიჩივლებთო!“ – ეკა კუპატაძე

2745
ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თან ურთავს ფოტოებს, რომელიც მისი შვილის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ალექსანდრე გაბაშვილის მამის კინოში მისვლის ფაქტს ასახავს. 

„🔥SOS🔥გაავრცელეთ, ნახოს მთელმა საქართველომ!!!!! ეს სურათი გამომიგზავნეს ამ წამს!!!!

🔥გუშინ გაბაშვილის მამა კინოში!!!!!!

🔥შუაღამით მე და ნიკა სასაფლაოზე!!!!! (ვიდეო კამერის სქრინი.)

⛔ამ დროს, ნასყიდაშვილის ადვოკატები, მეჭიმებიან, აგრესიულობისთვის სარჩელს ვამზადებთ და გიჩივლებთო!“, – წერს ეკა კუპატაძე.

„მოსამართლემ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება – საქართველოს ისტორიაში პირველად მიიყვანენ არასრულწლოვანს სასამართლო პროცესზე იძულების წესით“ – ეკა კუპატაძე

„მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და 7 მაისს 16:00 საათზე, იძულების წესით, ნია იმნაძეს მიიყვანენ სასამართლო პროცესზე!“ – ეკა კუპატაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g