LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გუშინ მოკლული 17 წლის ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს

79

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მოკლული ახალგაზრდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.

გარდაცვლილის მეზობლები და ახლობლები ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს სოფელში აღარ აცხოვრებენ. ბრალდებული და გარდაცვლილი კლასელები იყვნენ.

მოკლული სკოლის მოსწავლე დედისერთა იყო და მისი დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფებოდა.

გარდაცვლილი აზალგაზრდის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბიჭებს შორის კონფლიქტი ხშირი იყო. ისინი კლასელები და თანასოფლელები იყვნენ.

ბიჭებს შორის, გუშინ საღამოს სასაფლაოზე შელაპარაკება მოხდა, რის შედეგადაც 17 წლის ბიჭი გულის არეში დაჭრეს. დანაშაულში ბრალდებული თბილისში დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები