LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გუშინ „ნაცმოძრაობის“ დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა, ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს.. ვიხილეთ ეგზალტირებული „პატარა ადამიანების“ ფაშისტური ქცევა“ – „ოცნების“ წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოდან

205
ლადო მგალობლიშვილი

„გუშინ „ნაცმოძრაობის“ დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა. ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს“, – ასე ეხმიანება გასულ ღამეს, „უცხოური გაველნის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების მიერ გმირთა მოედნის გადაკეტვას აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი.

„დავიღლებით? არა!” – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის იმ მონაწილეებმა გმირთა მოედანზე გამავალი ყველა გზა ჩაკეტეს

ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ვიხილეთ ეგზალტირებული „პატარა ადამიანების“ ფაშისტური ქცევა, როგორ ეპყრობოდნენ საცობში მყოფ უკმაყოფილო მოქალაქეებს“.

„სიმსივნიანი პაციენტი და ფეხმძიმე ქალიც კი არ გაატარეს. ღმერთმა არ ქნას, ამ კომპლექსიან კაცუნებს ოდესმე ძალაუფლება მიეცეს, მიშაზე უარესს იზამენ.

ეხლა ნეიტრალური ხალხი რომ დგახართ აქციებზე, „ნაცები“ რომ არ მოგწონთ მაგრამ ევროპა გინდათ“ ზუსტად თქვენ შვილებს დაერევიან ესენი ძალაუფლების ხელში აღების შემთხვევაში“, – წერს ლადო მგალობლიშვილი სოციალურ ქსელში.

გუშინ ნაცმოძრაობის დაძახილზე ხალხი არ გამოვიდა. ამიტომ ცოტა ხალხით სატრანსპორტო ჯოჯოხეთი მოუწყვეს თბილისელებს. ვიხილეთ…

Posted by ლადო მგალობლიშვილი on ხუთშაბათი, 02 მაისი, 2024

ცნობისათვის, გასულ ღამეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა, გმირთა მოედანზე გამავალი ყველა გზა ჩაკეტეს, გმირთა მოედანზე საავტომობილო მოძრაობა სრულად პარალიზებული იყო.

mazda magti 5g