LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გვაქვს მისი სახელობის პარკი, სასწავლო ცენტრი, თასი, ფონდი და უამრავი რამ, რაც მის სახელს უკავშირდება და მის მკვლელს ყოველთვის შეახსენებს, როგორი დანაშაული ჩაიდინა და როგორი ადამიანი წაართვა საქართველოს“ – ნიკო კვარაცხელია დღეს 26 წლის გახდებოდა

276
ნიკო კვარაცხელია

12 აგვისტოს ონლაინ-პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებლის, ნიკო კვარაცხელიას დაბადების დღეა. ნიკო დღეს 26 წლის გახდებოდა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე ნიკოს სოციალურ ქსელში იხსენებს.

„ნიკო იყო ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბიჭი, ვინც კი ოდესმე შემხვედრია, საქართველოს ყველაზე ნათელი ვარსკვლავი და ჩვენი ქვეყნის მომავალი. XXI საუკუნეში, როცა სამყარო ასე სწრაფად იცვლება, იშვიათია ისეთი ადამიანები, ვინც ჩარჩოებს სცდებიან, არ არიან ორდინარულები და ყველაფერს მასშტაბურად უყურებენ. ნიკო სწორედ ასეთი იყო.

მისი სიცოცხლე ძალიან ადრე დასრულდა უფრო სწორად, ადრე დაუსრულეს…

მან ვერ მოასწრო იმ საოცარი საქმეების შესრულება, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. ძალიან რთულია მისი წარსულში მოხსენიება. დღეს მას 26 წელი უნდა შესრულებოდა… მაგრამ…

მხოლოდ იმით ვინუგეშებთ თავს რომ მისი სახელი უკვდავყოფილია, გვაქვს მისი სახელობის პარკი, სასწავლო ცენტრი, თასი, ფონდი და უამრავი რამ, რაც მის სახელს უკავშირდება და მის მკვლელს ყოველთვის შეახსენებს, როგორი დანაშაული ჩაიდინა და როგორი ადამიანი წაართვა საქართველოს.

მჯერა, რომ ასეთი სულები არასდროს კვდებიან ისინი აგრძელებენ ცხოვრებას სხვა სამყაროში.

ნიკო ჩემო მომავლის ბიჭო, გილოცავ შენ დღეს, სადაც ხარ იქ“, – წერს ნინო ზამბახიძე.

შეგახსენებთ, ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.

სამართალდამცველებმა აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დააკავეს. სასამართლომ ჭელიძეს 17 წლით, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g