LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვარამია: გვაქვს ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვლის გატაცება

110
Untitled design (45)

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რუსთავის 12-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში გადასვლას არ აპირებს.

„ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა ის კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვლის გატაცება.

არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც ყველა პატიმარი გადაჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და კეთილი ინებონ და გადაიყვანონ იქ, ნუ აკეთებენ გამონაკლისებს სააკაშვილის წინააღმდეგ“, – განაცხადა გვარამიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g