LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოჯახი დავარწმუნე, რომ მისი გათავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ“ – ევროპარლამენტარი გვარამიას ოჯახთან ერთად ფოტოს აქვეყნებს

135
ევროპარლამენტარი ლექსმანი და გვარამიას ოჯახია

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი Twitter-ზე „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ხვალინდელ სასამართლო პროცესს ეხმაურება და წერს, რომ ევროპარლამენტი გვარამიას განაჩენს გმობს:

„ნიკა გვარამიას ხვალინდელი სასამართლო პროცესის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ევროპარლამენტი გმობს ნიკას გვარამიას განაჩენს. დავარწმუნე მისი ოჯახი, რომ გავაგრძელებთ ბრძოლას მისი გათავისუფლებისა და სამართლიანობისთვის.

„აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია თავისუფალი სიტყვის სიმბოლო საქართველოში, ნიკა გვარამია იყოს გათავისუფლებული“ – სოფო ლილუაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა

აღნიშნავენ, რომ რაც ნიკა გვარამიამ თავის ქვეყნისთვის აკეთა, არ შეიძლება უკვალოდ გაქრეს და დაიკარგოს - თქვა სოფო ლილუაშვილმა.

ევროკავშირს ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებთან გამკლავებისთვის სანქციების მექანიზმები აქვს.“– წერს ლექსმანი და ნიკა გვარამიას მეუღლესთან, სოფო ლილუაშვილთან და შვილთან, სანდრო გვარამიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g