LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცემა – 22 იანვრის ამინდის პროგნოზი

2984
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.

22 იანვარს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებსა და შავიზღვისპირეთში ნალექი დროებით შეწყდება.

თბილისში ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა ღამით -2, -6, დღისით +2, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით +1, +6 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8, -13, დღისით -3, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -8 -13, დღისით -2, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -18, დღისით -1, -6 გრადუსი დაფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g