ჰანს ციმერი – თანამედროვე კინოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპოზიტორია. მას ეკუთვნის მუსიკა ისეთი ფილმებისთვის, როგორებიც არის: „დასაწყისი“, „ბნელი რაინდი“, „რბოლა“ და ა.შ.
ამჯერად ცნობილი ხდება, რომ ამ სიას „იქს ადამიანები: ბნელი ფენიქსი“ შეემატება, – ამის შესახებ ინფორმაცია ფილმის ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, ევან პიტერსმა „სანდენსის“ კინოფესტივალზე განაცხადა.
შეგახენებთ, რომ ფილმი დიდ ეკრანებზე 1 ნოემბრიდან გამოვა.