LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HARD ROCK CAFE -ში ბრენდის ტრადიციული ნეონის გიტარა გაიხსნება

101

HARD ROCK CAFE თბილისში დღეს ოფიციალურად გაიხსნება. გახსნის საზეიმო ღონისძიება  15:00 საათზე გაიმართება.

როგორც ”ფორტუნას”  HARD ROCK CAFE -დან აცნობეს, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს დაუვიწყარი საღამო ელით ცნობილი ქართველი მუსიკოსებისა და მოწვეული კუბელი მომღერლის, Yanela Brooks-ის მონაწილეობით. ცერემონიის ფარგლებში, Hard Rock Cafe-ს წინ, მელიქიშვილის გამზირზე გაიხსნება ბრენდის ტრადიციული ნეონის გიტარა. საღამო დატვირთული იქნება მრავალი საინტერესო სანახაობითა და სიურპრიზით.

ამასთან, Hard Rock Cafe-ს საზეიმო გახსნასთან დაკავშირებით გამართულ პრეს-კონფერენციას დაესწრებიან:

  • Hard Rock International-ის ევროპის, აზიისა და აფრიკის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი – Anibal Fernandes (ანიბალ ფერნანდესი);
  • Hard Rock Cafe თბილისის დამფუძნებელი – მამუკა ხაზარაძე;
  • Hard Rock Cafe თბილისის დამფუძნებელი – ზაზა შენგელია.

მედიის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება დააგემოვნონ Hard Rock Cafe-ს უალკოჰოლო კოქტეილები და  კერძები.

ცნობისთვის, Hard Rock-ის პირველი რესტორანი 1971 წელს, ლონდონში გაიხსნა, დღეისათვის კი, ბრენდი წარმოდგენილია 71 ქვეყანაში 168 კაფით, 23 სასტუმროთი და 11 კაზინოთი.

მსოფლიოს ყველა Hard Rock Cafe-ში წარმოდგენილია მსოფლიოს თანამედროვე და ლეგენდად ქცეული შემსრულებლების პირადი ნივთები. Hard Rock-ის საკულტო კოლექციიდან 200-მდე ნივთი უკვე ამშვენებს თბილისის Hard Rock Cafe-ს კედლებს, მათ შორის: მაიკლ ჯექსონის პერანგი 1984 წლის „Victory“ ტურიდან, კეიტ რიჩარდსის ზოლიანი ჟილეტი 1967 წლის სასცენო წარმოდგენიდან, როკ’ნ’როლის მეფის – ელვის პრესლის გულსაკიდი, ლომის ოქროთი დაფარული თავით, რომელიც მას 1970 წელს, თეთრ სახლში, რიჩარდ ნიქსონთან ცნობილი შეხვედრისას ეკეთა, უიტნი ჰიუსტონის კაბა და სხვა. ჯამში ბრენდის მფლობელობაში 80,000-მდე საკოლექციო ნივთია.

”რესტორნის მენიუში წარმოდგენილი კერძები დამზადებულია ახალი პროდუქტებით და აუთენტურობით Hard Rock-ის კედლებზე არსებულ მემორაბილიას არ ჩამოუვარდება. Hard Rock-ის ყველაზე დიდი სიმდიდრე მისი მომსახურე პერსონალია – მხიარული, სტუმართოყვარე, გულისხმიერი და თავაზიანი, რომელიც ნებისმიერი სტუმრის ვიზიტს გამორჩეულს და დასამახსოვრებელს ხდის”,- აცხადებენ  HARD ROCK CAFE -ში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები