LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰარვარდის უნივერსიტეტმა ჰარვი ვაინშტაინს მედალი ჩამოართვა

52

ჰარვარდის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მედალი, რომელიც წლების წინ ჰარვი ვაინშტაინს გადასცეს, უკან გამოიწვიონ. ჯილდო პროდიუსერს აფრო-ამერიკული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2014 წელს  გადასცეს.

მიზეზად ბოლო დროს ვაინშტაინის გარშემო სკანდალები სახელდება. მას სექსუალურ შვიწროებაში ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ ამ ამბის გამო ჰარვი უკვე გამორიცხეს ამერიკული და ბრიტანული კინოაკადემიიდან, ასევე ამერიკის პროდიუსერთა გილდიიდან და სხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციებიდან. საქმეზე კი გამოძიებაა დაწყებული.

თავად პროდიუსერი ამ დროისთვის მკრნალობის კურსს არიზონაში გადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები