პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი, რომელიც ბოლო დროს მრავალჯერადად დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში, შესაძლოა საბოლოოდ პოლიციას ჩაბარდეს.
New York Times-ის ცნობით, პოლიცია მის აყვანას დღეს, 25 მაისს გეგმავს.
როგორც ცნობილია, მას ბრალდებას სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაშიც შეუფარდებენ – ცოტა ხნის წინ, მომღერალმა ლუსია ევანსმა განაცხადა, რომ ვაინშტაინმა მასზე 2004 წელს იძალადა.