სერიალ „მარკო პოლოს“ პროდიუსერის დამხმარე, ალექსანდრა კანოსა ჰარვი ვაინშტაინს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
სარჩელში ნათქვამია, რომ წლების წინ ის ჰარვიმ გააუპატიურა, ასევე მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. მისივე თქმით, ვაინშტაინი გამუდმებით ემუქრებოდა და ეუბნებოდა, რომ თუ ის მის სექსუალურ მოთხოვნებს არ შეასრულებს, შოუ-ბიზნესში სამსახურს სამუდამოდ დაკარგავს.