ფინეთის დედაქალაქში 2024 წლის ივლისიდან არც ერთი ფატალური ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა. ჰელსინკი, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 670 000-ია, რამდენიმე ეფექტური ღონისძიების წყალობით ყველაზე უსაფრთხო ქალაქად სახელდება, მათ შორის მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტის შემცირების წყალობით.
1980-იან წლებში ჰელსინკის ქუჩებში მოძრაობა საათში 50 კილომეტრით იყო შეზღუდული. იმ დროს ქალაქში წელიწადში საშუალოდ ათასი ავარია ხდებოდა, დაღუპულთა რიცხვი ათეულობით იყო. შემდგომში სიჩქარის ლიმიტი საათში 30 კილომეტრამდე შემცირდა და ეს ღონისძიება ეფექტიანი აღმოჩნდა. ბოლო წლის განმავლობაში მხოლოდ 277 ავარია მოხდა და არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა.
ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ქუჩები უფრო უსაფრთხო გახდა, მათ შორის ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების წყალობით. გზებზე დამონტაჟდა ჩამწერი კამერები და პოლიციასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა.