LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰიუ გრანტის თქმით, ის ზედმეტად მოხუცი, მსუქანი და მახინჯია

159
Untitled

ოთხი ათწლეულის განმავლობაში, ჰიუ გრანტს არაერთი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული, თუმცა, აღსანიშნავია, რომ მას არასდროს მიუღია ,,ოსკარი“… მეტიც, ის ნომინირებულიც კი არ ყოფილა პრემიაზე.

2023-ში, ინგლისელი მსახიობი სამ პროექტში ვიხილეთ, რომელთაგან უახლესი ,,ვონკა” გახლავთ.

როგორც ცნობილია, სამომავლოდ, მისი მონაწილეობით ორი ფილმის გამოსვლა იგეგმება.

საგულისხმოა, რომ გრანტმა პოპულარობა რომკომებით მოიპოვა, თუმცა როგორც თავად ამბობს, ამჟამად ის, 63 წლის ასაკში, ზედმეტად მოხუცი, მსუქანი და მახინჯია იმისთვის, რომ რომანტიკული კინოსურათით დაკავდეს.

ამის შესახებ მან ახლახან დრიუ ბერიმორის შოუში იხუმრა და დასძინა, რომ ამჟამად უპირატესობას იმ როლებს ანიჭებს, რომლებიც შუახანს გადაცილებულ მამაკაცს შეჰფერის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები