ჰიუ ჯეკმანის საკონცერტო ტურნე – The Man. The Music. The Show. მსოფლიო მასშტაბით, სრული ანშლაგით მიმდინარეობს. ამ დღეებში, დალასში გამართულ საღამოზე, ავსტრალიელი მსახიობი და მომღერალი პატარა თაყვანისმცემლისთვის სცენაზე გაწვა და მასთან ერთად ფოტო გადაიღო.
აღმოჩნდა, რომ მთავარი სიურპრიზი გოგონას წინ ელოდა.
საქმე ისაა, რომ 50 წლის ვარსკვლავმა სწორედ ის ფოტო, რომელზეც ის გრეისთან ერთადაა აღბეჭდილი ,,ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა.
,,მადლობა ჩემთან ფოტოს გადაღებისთვის”, – დაწერა სურათზე ჰიუმ.
ცნობისთვის, The Man. The Music. The Show.-ს კონცერტებზე ჯეკმანი ,,დიდი შოუმენის” საუნდტრეკებსა და ბროდვეის მუსიკალურ ნომრებს ასრულებს.