ჰოლანდიაში გზებს ტუალეტის ქაღალდისგან გააკეთებენ. ინოვაციური ტექნოლოგიის ავტორები ნაციონალური კომპანიები არიან. ქვეყანაში ყოველდღიურად მოხმარებულ 180 ტონა ტუალეტის ქაღალდს მათ სასარგებლო დანიშნულება მოუძებნეს. გამოყენებული ქაღალდი პირველ ეტაპზე გადის გაწმენდის პროცესს, ფილტრაციას, მაღალ ტემპერატურაზე სტერილიზაციას და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება გზის საფარ საშუალებად გარდაქმნა.
აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიის ჩრდილოეთით ამ მეთოდით დაგებული ერთ კილომეტრიანი ველობილიკი უკვე ექსპლუატაციაშია და მოსახლეობა მას ნამდვილი ასფალტისგან ვერც კი არჩევს.