53 წლის მსახიობი, ჰოლი ბერი შესანიშნავ ფორმაშია. ყოველთვის როცა ის ახალ ფოტოს ავრცელებს, მისი გულშემატკივრები ოვაციებს ვერ მალავენ.
რამდენიმე დღის წინ, ვარსკვლავმა „ინსტაგრამ“ გამომწერებს გაახსენა, თუ როგორ გამოიყურებოდა ის 18 წლის წინ. ბერიმ ნარინჯისფერი საცურაო კოსტიუმი მოირგო, მსგავსი იმისა, რაც ჰოლის საკულტო ფილმში, „ჯეიმს ბონდი“ ეცვა. სწორედ აღნიშნულ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილმა მიიპყრო მან აგენტი 007-ის ყურადღება.
აღსანიშნავია, რომ ვარსკვლავი სხეულის ფორმებზე ინტენსიურად მუშაობს და სოციალურ ქსელში ვარჯიშის ამსახველ ფოტომასალას ხშირად ავრცელებს.