მსახიობი, ჰოლი ბერი და მუსიკოსი, ვან ჰანტი ერთმანეთს უკვე ორი წელია ხვდებიან. არაერთხელ დაიწერა იმის შესახებ, რომ წყვილმა ფარულად იქორწინა, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია წყვილს არ დაუდასტურებია. ფაქტია, ოსკაროსანი ჰოლი გულის სწორთან თავს საოცრად ბედნიერად გრძნობს და არც გრძნობებს მალავს.
ამჯერად 56 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა, სადაც 52 წლის შეყვარებულთან ერთად პოზირებს და მას ეხუტება.
მსახიობის გულშემატკივრებს არ გამოჰპარვიათ ჰოლის ახალი ვარცხნილობა. მას თმა აპარსული აქვს და ზიგზაგისებური ფორმა აქვს გამოსახული.
ფოტო: ჰოლი ბერი თავის რჩეულს თვალს ვერ წყვეტს
„ვაკეთებთ იმას, რაც გვსურს“ – ჰოლი ბერისა და მისი რჩეულის ვნებიანი კოცნა