LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლზის თმის ევოლუცია – მომღერალმა იმიჯი შეიცვალა (ფოტო)

1207
10247196-0-image-a-53_1551085120303

ყველასთვის ცნობილია, რომ ვარსკვლავები იმიჯს ხშირად იცვლიან, ამის მიზეზი კი მუდმივად საზოგადოების ინტერესის ობიექტად ყოფნაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ცნობადი სახეების უმრავლესობას თავიანთი მიმზიდველი გარეგნობით ეს ძალიან კარგად გამოსდის.

მაგალითისთვის, ამჯერად, ჰოლზიც გამოდგება, რომელიც ცოტა ხნის წინ, თაყვანისმცემლების წინაშე, ეფექტური ლუქით წარდგა. ფოტოებზე, რომლებიც 24 წლის შემსრულებელმა ქსელში ატვირთა, ამერიკელი მომღერალი თავს ახალი ვარცხნილობით იწონებს.

გაირკვა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავმა თმა წითლად შეიღება.

შეგახსენებთ, რომ ჰოლზის ასეთი რადიკალური ცვლილებისთვის პირველად არ მიუმართავს. მისი თმის ევოლუცია, რამდენიმე ფერს, მათ შორის, ლურჯსა და ვარდისფერს აერთიანებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები