LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰონდამ ავტო-მოტოციკლის ახალი პროექტი წარადგინა

23

ავტოინდუსტრიის იაპონური  გიგანტი ჰონდა, საკუთარ მომხმარებლებს მუდამ სიახლეს სთავაზობს. ამჯერად საქმე მხოლოდ ავტომობილს ან მოტოციკლს არ ეხება. კომპანიამ ავტო-მოტოციკლის პროექტი „Project 2&4” წარადგინა.

პროექტის ექსტერიერი გადაწყვეტილია ფორმულა ერთის ბოლიდის, RA272-ის სტილში. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მძღოლის სავარძელი, პრაქტიკულად ძარაზეა მოთავსებული და საკმაოდ დაუცველია. ასეთმა კონსტრუქციამ, უნდა გამოიწვიოს ისეთივე შეგრძნებები, როგორც მოტოციკლის მართვისას, თუმცა ავტომოტოციკლი იმართება ავტომობილის მსგავსად.

 

 

“Project 2&4”-ში მოათავსეს მოტოციკლის ოთხცილინდრიანი, V4 ტიპის  999 კუბატურიანი,  215 ცხენის ძალის სიმძლავრის მქონე ძრავი. ხოლო ავტო-მოტოციკლის წონა, 405 კგ-ს შეადგენს. სავარაუდოდ ბოლიდი საოცრად სწრაფი იქნება.

 

 

პროექტის, ოფიციალური დებიუტი 15 სექტემბერს ფრანკფურტის საერთაშორისო გამოფენაზე შედგება. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ 16 სექტემბერს, ლას-ვეგასში 2016 წლის Honda Civic Type R-ის პრეზენტაციაც გაიმართება, რომელიც კუპისა და სედანის ვერსიებით იქნება წარმოდგენილი.

 

https://www.youtube.com/watch?v=hlI3EW_xPoU

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები