LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HTC-მ Desire 10-ის ახალი ოჯახი დაანონსა (ვიდეო)

51

კომპანია HTC–მა ახალი სმარტფონების ოჯახი Desire 10 წარმოადგინა. როგორც მოსალოდნელი იყო, სმარტფონების კლასი მკვეთრად განსხვავდება კომპანიის სტანდარტული სტილისგან. დიდხნიანი პაუზის შემდეგ, HTC-ის განახლებული ოჯახი რამდენიმე სმარტფონს მოიცავს. მოსალოდნელია როგორც ფლაგმანური, ასევე საშუალო კლასის დივაისები.

ამ ეტაპისთვის ცნობილია მხოლოდ 2 მოდელი: Pro და Lifestyle. გაჯეტები ერთმანეთისგან მხოლოდ ტექნიკური მახასიათებლებით განსხვავდება, გარეგნულად კი ორივე მოდელი ერთმანეთის იდენტურია. მოწყობილობის ზედაპირი პლასტიკისაა, რომელიც მეტალის ელემენტებითაა გაწყობილი, ზომა კი 5.5 დიუმია. Desire 10-ის ხაზი 4 ფერშია წარმოდგენილი: შავში, მუქ ლურჯში, თეთრსა და ღია ცისფერში.

რაც შეეხება მოდელების შიგთავსის დეტალურ მიმოხილვას:

Lifestyle-მა Super LCD დისფლეი მიიღო, გაფართოებით – 1280 x 720 პიქსელი, ასევე აქვს 4 ბირთვიანი პროცესორი Snapdragon 400 და ოპერატიული მეხსიერება 2/3 GB – ს შეადგენს. მოდელი განსხვავებული შიდა მეხსიერებითაა წარმოდგენილი. ერთი 16 GB-იანი, ხოლო მეორე 32 GB-იანი. გაჯეტს 2 SIM ბარათის მხარდაჭერა აქვს. ბატარეის სიმძლავრე 2700 მილიამპერ/საათს შეადგენს. დივაისი აღჭურვილია ცენტრალური 13 მპ-ითა და სელფის 5 მპ-იანი კამერით. სმარტფონის წონა 155 გრამია.

 

მისგან განსხვავებით, მოდელი Pro შედარებით უკეთესი მონაცემებითაა წარმოდგენილი:

იგი აღჭურვილია IPS დისფლეით, გარჩევადობით 1920 x 1080 პიქსელით, რვა ბირთვიანი პროცესორით – Helio P10 (MediaTek), ოპერატიული მეხსიერება 3/4 GB – ით განისაზღვრა (გააჩნია ბაზრის ვერსიას), შიდა მეხსიერება კი 32 ან 64 GB-ს შეადგენს. Lifestyle-ის მსგავსად, Pro-ც 2 SIM ბარათიანია, აკუმულატორი – 3000 მილიამპერ/საათს შეადგენს, ცენტრალური კამერა 20 მეგაპიქსელი ხოლო სელფისთვის 13 მეგაპიქსელიანი კამერა ნამდვილად შთამბეჭდავ ფოტოებს ჰპირდება მომხმარებელს. მოდელის წონა 165 გრამს შეადგენს.

გთავაზობთ ვიდეოს:

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები