ძალიან ბევრი ამბობს, რომ მომავალი უკვე დადგა. ჩვენ ვნახეთ კოსმოსი, ვნახეთ ნივთები, რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. გზებზე გამოჩდნენ დამოუკიდებული ავტომობილები, ელექტროავტომობილებიც… თუმცა, ეს ყველაფერი როდია, თითქოს რაღაც გვაკლია. დიახ, ეს კიბერკოსტიუმებია, რომლის დამზადებაც კომპანიამ Hyundai დაიწყო.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი სპეციალურად სამხედრო სამსახურში მყოფი ადამიანებისთვის მზადდება და Hyundai-ს სრული შემადგენლობა სწორედ ამ პროექტზეა მობილიზებული.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე პროექტის ტესტირება მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კოსტიუმი 100კგ-ს იწონის, თუმცა სრულიად უსაფრთხო, ტექნოლოგიურად გამართული და შეუცდომელია. პროექტზე მუშაობა უკვე 7 წელია მიმდინარეობს, ტესტირება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა შესაძლებელი.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გამოჩნდება პროექტის დასრულებული ვერსია, აგრეთვე როდის დაიწყება მისი გაყიდვა, თუმცა, როგორც ვიდეოდან ნახავთ, კოსტიუმი საკმაოდ რეალისტურად გამოიყურება…