საყვარელ ქალთან მალიბუზე გატარებული რომანტიკული უქმეების შემდეგ, ლეონარდო დიკაპრიომ მეგობრების გარემოცვაში განტვირთვა გადაწყვიტა.
47 წლის ვარსკვლავი ფილიპ გრინის, 100 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების იახტაზე გადაიღეს. მას თან საუკეთესო ძმაკაცი, ტობი მაგუაირი ახლდა. ბიჭები განცხრომას იყვნენ მიცემულნი. ლეო კოქტეილს სვამდა ეწეოდა და მზეზე ნებივრობდა.
აღსანიშნავია, რომ იახტაზე არსად ჩანდა კამილა მორონე. როგორც ჩანს, ლეომ ამჯერად მხოლოდ მამაკაცების გარემოცვაში დასვენება გადაწყვიტა.
ფფოტო: ლეონარდო დიკაპრიო და ტობი მაგუაირი ბარში გოგონების გარემოცვაში ნებივრობენ