იაპონიაში შინტოს ტრადიციული რიტუალის დროს COVID-19 პანდემიის დასასრულებლად ყინულიან წყალში ილოცეს და იგალობეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ყოველწლიურ რიტუალში მხოლოდ რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გასულ წელს, მლოცველთა რაოდენობა 100-ს აჭარბებდა.
„ვლოცულობდი, რომ კორონავირუსი რაც შეიძლება მალე დასრულდეს“ – განაცხადა რიტუალის დასრულების შემდეგ მლოცველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა.
შინტოიზმი, უძველესი იაპონური რელიგიური მიმდინარეობაა, რომელიც სულების თაყვანისცემას ეფუძნება. იაპონიაში 80 000-ზე მეტი შინტოს ტაძარია.
