იაპონიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეზღუდვები დააწესოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირსშესანიშნაობის მონახულებაზე. გამოცემა travel and Leisure Asia-ს ინფორმაციით, საუბარი ფუძიამას მთაზეა.
დაწყებული 1-ელი ივლისიდან ტურისტებს პოპულარული გზის გასავლელად ფულის გადახდა მოუწევთ. ბილეთის ზუსტი ღირებულება 2024 წლის თებერვლიდან იქნება ცნობილი.
გარდა ამისა, დაწესდება დღიური ლიმიტი და ვულკანის მონახულებას დღეში 4 ათას ადამიანზე მეტი ვეღარ შეძლებს. ასევე 16:00 საათიდან 02:00 საათამდე ასვლა საერთოდ აიკრძალება.
გამოცემის ინფორმაციით, შეზღუდვების მიზეზი გახდა ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, რამაც ნაგვის დაგროვება და გამოუცდელ ვიზიტორთა შორის ტრავმების ზრდა გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ფუძიამა 2023 წელს მთლიანობაში 221 322 მოგზაურმა დალაშქრა.