LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიამ რუსი ოლიგარქები და პრემიერი მიშუსტინი დაასანქცირა

152
ipiccy_image

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა და 130-ზე მეტი პირის აქტივები გაყინა, რომელთა შორის რუსეთის პრემიერ-მინისტრი მიშუსტინიც არის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს და წერს, რომ ახალი სანქციები რუსეთის 8 მოქალაქესა და დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკის” 133 წევრს ეხება. უფრო კონკრეტულად, სანქცირებულთა სიაში შედიან: მიშუსტინი, ოლიგარქი ვლადიმერ ბოგდანოვი და ოლიგარქ გენადი ტიმჩენკოს ოჯახის წევრები.

როგორც CNN-ი იუწყება, იაპონიამ დამატებით 71 რუსულ ორგანიზაციაზე, მათ შორის, კვლევით ინსტიტუტებზე ექსპორტის აკრძალვა დააწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები