LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იაპონიაში კარანტინში მყოფ საკრუიზო გემზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა

466
aefhgh6yrk58

იაპონიის სანაპიროსთან კარანტინში მყოფ საკრუიზო ხომალდ „დაიმონდ ექსპრესის“ ბორტზე კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა და 61-ს მიაღწია. გემი იოკოჰამას პორტში 3 თებერვალის შემდეგ კარანტინის რეჟიმშია. ინფორმაცია გემზე ინფექციის შესახებ BBC-მ გაავრცელა. ბორტზე თავიდან 10 ადამიანზე დადასტურდა კორონავირუსის ფაქტი, ხოლო სხვა მგზავრები დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდნენ.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გრძელდება გემზე მყოფი ადამიანების სამედიცინო კვლევა. არ გამორიცხავენ ინფიცირებულთა რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას.

პირველად დაავადებულთა რიცხვი 10-ს შეადგენდა, დღეის მონაცემებით კი 60-ს გადასცდა.

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ტესტი ჩაუტარდა 273 ადამიანს, რომლებსაც საეჭვო სიმპტომები გამოუვლინდათ ან კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან. დაავადებულთა შორის იაპონიის 21 მოქალაქეა. პაციენტებს ტოკიოსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გადაიყვანენ.

იაპონიაში საკრუიზო გემზე 10 ადამიანი კორონავირუსით ინფიცირებული აღმოჩნდა

შეგახსენებთ, რომ საკრუიზო გემი კარანტინში იოკოჰამას პორტში 3 თებერვლიდან იმყოფება. ხომალდის ბორტზე 3700 მგზავრი და ეკიპაჟის წევრი იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g