LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იცნობდეთ, გელა ლიპარტელიანი სტიქიას და პროფესიას შეწირული ახალგაზრდა მასწავლებელია… დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს” – ნანა აკობიძის ემოციური პოსტი

476
BeFunky-collage - 2023-02-21T224051.974

ჟურნალისტი ნანა აკობიძე სოციალურ ქსელში ცაგერში, ზვავში მოყოლილ მასწავლებელთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

პოსტში ნათქვამია, რომ ახალგაზრდა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი – დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს.

ჟურნალისტის თქმით, ეს ადამიანი სტიქიას და პროფესიას შეწირული მასწავლებელია.

„ლეჩხუმში მივდიოდი, ჩემს სოფელში. შემოგვაღამდა, გზა იყო გაფუჭებული და ვერ ავედით სახლამდე – ტრასაზე გავჩერდით. მე აგიყვანთო – მანქანა გაჩერდა. არ მეცნო. მე გიცნობთო. მეზობელი სოფლიდან აღმოჩნდა – აფხაზეთში ვიყავით გადასახლებული, მერე მე დავბრუნდი, სოფელში ინგლისურს ვასწავლიო. აგვიყვანა, აგვარბენინა. ვეპატიჟე, არ შემოგვყვა სახლში. ვაიმე, რა ვაჩუქო-მეთქი და წიგნი მომხვდა ხელში, აფხაზეთის ომის ანთოლოგია. ამაზე უკეთესს ვერაფერს მაჩუქებდით, ალბათ იმიტომ შეგხვდით დღეს, რომ ეს წიგნი გეჩუქებინათო.

ახალგაზრდა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი – დიდთოვლობაში მაინც წავიდა სახლიდან, რომ გაკვეთილზე შესულიყო მეორე დღეს.
ზვავმა მოიყოლა მანქანით.

დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცაგერში ზვავმა მამაკაცი მოიყოლა.

თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ, რომ ზვავმა მოიყოლა მასწავლებელი გელა ლიპარტელიანი, რომელიც ქალაქიდან დაბრუნდა სოფელში იმისთვის, რომ ესწავლებინა ბავშვებისთვის ინგლისური. და არა მარტო.
კომენტარად ვდებ ფოტოს, ფბ-მეგობრის გვერდიდან წამოვიღე: იცნობდეთ – ასე გამოიყურებოდა სტიქიას და პროფესიას შეწირული მასწავლებელი.

მისი კოლეგა მწერს ახლა: იმ სოფელში, სადაც ასწავლიდა, ერთი ბებერი ძაღლი იჯდა ხოლმე ასასვლელში, თითქოს ვიღაცას ელოდებაო. ერთხელაც ერთად წამოვედით სკოლიდან მე და გელა და ვხედავ – გამოიქცა ეს ძაღლი გელასკენ, ამან გააღო საბარგული და ამოიღო პური და მისცა – თურმე ამას ელოდა, ასე კვებავდა ყოველდღეო…

ცენტრალური ფლორიდიდან მწერს ამწამს ერთი კარგი გოგო: გელას ამბავმა გული ჩამწყვიტა და იდეა მომცა, რომ ჩამოვალ, ლეჩხუმში წავიდე ინგლისურის მასწავლებლადო. გარდაცვლილმა უცებ დაამოტივირა ერთი ცხრა მთას იქეთ მყოფი ადამიანი და ალბათ ცოცხალი რამხელა მოტივატორი იყო ირგვლივ მყოფებისთვის”, – წერს ნანა აკობიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g