„ეს არის ბუნებრივი ხრიკი, რომელიც ნამდვილად მუშაობს და რომელიც კუჭის მჟავიანობას კურნავს, თქვენ აღარ გექნებათ წვა გულმკერდის არეში და მჟავე გემო“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში არუნ ხათრი საუბრობს.
ხალხური მედიცინის სპეციალისტი თავის გამომწერებს რეცეპტს უზიარებს, რომელიც მისი თქმით „კუჭის მჟავიანობას კურნავს“:
„დღეს ათიდან ერთ ადამიანს აწუხებს კუჭის მჟავიანობის, შებერილობის და უსიამოვნო გემოს პრობლემა. პრობლემა განსაკუთრებით შემაწუხებელია ძილის დროს. მე გეტყვით სასმელს, რომელიც წამლის გარეშე გამოასწორებს ამ პრობლემას…
ამოიღეთ რაციონიდან პიტნა, შოკოლადი, ყავა, ჩაი და პომიდორი – ეს პროდუქტები იწვევს მჟავიანობის მომატებას.
რაც შეეხება სამკურნალო ჩაის. ერთი კოვზი კამის თესლი აადუღეთ წყალში, 3 წუთის შემდეგ გაწურეთ და თბილ-თბილი დალიეთ ჭამიდან 15-20 წუთის შემდეგ. ეს საუკეთესო საშუალებაა კუჭის მჟავიანობის საწინააღმდეგოდ.
ასევე კარგია რეჰანის ჩაი, მისი რამდენიმე ფოთოლი აადუღეთ კამის თესლის მსგავსად, გაწურეთ და იგივე წესით მიიღეთ, ეს ძალიან დაგეხმარებათ.
კარგია მიიღოთ ჯინჯერის ჩაი, რომელიც ყველას არ უხდება. ვისაც გიყვართ დაჭერით პატარა ნაწილებად და იგივე წესით დალიეთ, როგორც კამისა და რეჰანის ჩაის შემთხვევაში“,- ამბობს არუნ ხათრი.