LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იდეალური მამა“ – ენრიკე იგლესიასმა სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა

422
safe-image (2)

44 წლის ვარსკვლავი ენრიკე იგლესიასი თვითიზოლაციის პერიოდს მეუღლესთან, ანა კურნიკოვასთან და შვილებთან ერთად ატარაებს. მომღერალმა უკვე არაერთი ვიდეო და ფოტო გაგვიზიარა, სადაც ასახულია, თუ როგორ ეთამაშება ის თავის შვილებს.

„როგორ უნდა გაატარო დრო თვითიზოლაციაში“ - ენრიკე იგლესიასი ვოდეოს ავრცელებს

44 წლის მომღერალმა, ენრიკე იგლესიასმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო განათავსა წარწერით „საუკეთესო საშუალება, სახლში დროის გასატარებლად“. ვიდეოზე აღბეჭდილია, თუ როგორ ეთამაშება ის თავის შვილს, ენრიკემ  მისი ზედმეტსახელიც გააჟღერა, „კოკო“ ასე ეძახის ენრიკე ნიკოლასს. შეგახსენებთ, ენრიკე იგლესიასსა და მის 38 წლის მეუღლეს, მარია შარაპოვას 3 შვილი ჰყავს.  ტყუპი გოგო-ბიჭი და პატარა გოგონა, რომელიც სამყაროს სულ ცოტა ხნის წინ […]

სულ ცოტა ხნის წინ, სამი შვილის მამამ „ინსტაგრამის“ საშუალებით კიდევ ერთი ვიდეო გაგვიზიარა, სადაც ის და 2 წლის ტყუპები, ნიკოლასი და ლუსი ბალახზე თამაშობენ, მამა მათ ზურგით დაატარებს, ერთ მომენტში, ნიკოლასი ჩამოვარდა და ტირილი დაიწყო, თუმცა, ენრიკემ ის მყისიერად დაამშვიდა და კვლავ ზურგზე ასვლა შესთავაზა. აღნიშნულმა ვიდეომ გამომწერებში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია, „იდეალური მამა“, „მისაბაძი მამა“, – წერენ სოციალურ ქსელში

https://www.instagram.com/p/B_LT2f0hxK1/?utm_source=ig_embed

შეგახსენებთ, ვარსკვლავური წყვილი თებერვალში მესამე შვილის მშობლები გახდნენ. ენრიკე იგლესიასსა და ანა კურნიკოვას 18 წლიანი ქორწინება აკავშირებთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები