ილონ მასკის ნოვატორული იდეები საზოგადოებისთვის სიახლეს დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. ამჯერად ინტერნეტსივრცე ახალმა ფოტოებმა მოიცვა, რომელზეც კომენტარები არ წყდება. მასკი ჰუმანოიდ ქალ რობოტებს კოცნის.
სამშენებლო კომპანიის დირექტორმა, დევიდ მავენმა საკმაოდ ავანტიურული პოსტი გაავრცელა.
„ილონ მასკმა მომავალი ცოლის შესახებ განაცხადა, რომელი მათგანია ის?“
მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ფოტოები იყო. თუმცა, მასკის შოკის მომგვრელი იდეებით თუ ვიმსჯელებთ, გამორიცხული არაფერია და შესაძლებელია მომავალში ილონმა ცოლი-რობოტიც კი შექმნას.
„როდესაც მილიარდერისთვის იხდი“ – ილონ მასკის პიკანტური დილა აივანზე უცნობ ქალბატონთან ერთად