LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

IDFI: 2017-2021 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 356 ადამიანი დაიღუპა

92
ავტოსაგზაო შემთხვევები

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) სტატისტიკის თანახმად, 2017-2021 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 2 356 ადამიანი დაიღუპა.

ამავე ანგარიშის თანახმად, დაშავებულთა და გარდაცვლილთა სტატისტიკაზე დაკვირვებით, თვალსაჩინოა 2020 წელს დაშავებულთა რაოდენობის შემცირება 7,921-დან 6,640-მდე, რისი ერთ-ერთ განმაპირობებელი ფაქტორიც, შესაძლებელია კოვიდის დროს დაწესებული შეზღუდვების შედეგად გადაადგილების შემცირებული ინტენსივობა იყოს.

„დამატებით, 2018 წელს დაინერგა მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა, რომლის ფარგლებშიც მართვის მოწმობას ყოველი წლის 1 იანვარს 100 ქულა ენიჭება და წლის განმავლობაში სამართალდარღვევებზე შესაბამისი ქულები აკლდება. ქულების განულების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება 12 თვის ვადით ან გამოცდის ხელახლა ჩაბარებამდე.

ქულათა გამოკლების სისტემა მხოლოდ პატრულის მიერ პირისპირ დაჯარიმების შემთხვევაში მოქმედებს და არ ვრცელდება ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. სტატისტიკაზე პირველადი დაკვირვებით, თვალსაჩინოა 2019 წელს იმ პირების მნიშვნელოვნად მაღალი რაოდენობა, ვისაც დააკლდათ ან გაუნულდათ ქულები მართვის მოწმობაზე, ხოლო 2020 და 2021 წლებში თითქმის განახევრებული რაოდენობა ფიქსირდება.“– ნათქვამია IDFI-ის ანგარიშში.

magti 5g