მსახიობ იდრის ელბას მეუღლეს, საბრინა ელბას კორონავირუსი დაუდასტურდა.
ელბას ცოლს ტესტი მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც იდრის ელბას ტესტის პასუხიდან 5 დღე გავიდა. მაშინ საბრინა ელბამ უარი თქვა ქმართან განცალკავებაზე და მასთან თვითიზოლაციაში ყოფნა გადაწყვიტა.
ამის შემდეგ კი დღეს კი ცნობილი გახდა, რომ საბრინა ელბას COVID19 დაუდასტურდა. სპეციალისტების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.