LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იგეგმება თუ არა 18 წელს ზევით მოქალაქეების „სინოფარმით“ აცრა – ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

94
Sinopharm

ეკატერინე ტიკარაძემ, რომელიც დღეს ენგურის ხიდის ე.წ. გამშვებ პუნქტზე მოქალაქეების ტესტირების პროცესს გაეცნო, ჟურნალისტების შეკითხვაზე – იგეგმება თუ არა 18 წელს ზევით მოქალაქეების „სინოფარმით“ აცრა, აღნიშნა, რომ  ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის.

ჯანმო ჩინური “სინოფარმის” ავტორიზაციაზე 26 აპრილს იმსჯელებს

„ჩვენ მივყვებით იმ კალენდარს, რომელიც დამტკიცებულია და შეთანხმებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ორშაბათს ვაქცინაციის საბჭო დამატებით შეიკრიბება, იმსჯელებს იმ ჯგუფებთან მიმართებაში, რომლებიც ჩაერთვებიან. ამ ეტაპზე 18 წლის მოქალაქეების ვაქცინაციის პროცესში ჩართვა გადაწყვეტილი არ არის. ამას ვერ დავადასტურებ, რადგან ეს გადაწყვეტილებები მიიღება საბჭოს ფორმატში ექსპერტების ჩართულობით“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ეკლესიის მხარდაჭერა იქნება ძალიან აქტიური და დარწმუნებული ვართ, რადიკალური შეზღუდვების დაწესება არ გახდება საჭირო: მინისტრი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g