„სომხეთი რეალურად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო, ფაქტობრივად, ფაშისტური სახელმწიფოა“, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანულ ტელეარხებთან ინტერვიუში განაცხადა.
ილჰამ ალიევის თქმით, სომხეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო „არსებითად არის ფაშისტური სახელმწიფო“ და თითქმის 30 წლის განმავლობაში „ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები“ მართავდნენ, რის შედეგადაც ქვეყანაც თავიანთი მსგავსი შექმნეს.
„ასეთი ფაშისტური სახელმწიფოს მეზობლები ვართ და ფაშიზმის საფრთხე არ ქრება. ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა, ან ჩვენ გავანადგურებთ. სხვა არჩევანი არ გვაქვს“. – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.