თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს.
მის საცხოვრებელ სახლთან თბილისის მერის მოადგილეები, თანამშრომლები, მეგობრები და ნათესავები არიან შეკრებილები.
ცოტა ხნის წინ ილია ელოშვილის საცხოვრებელ სახლთან თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.
ცნობისთვის, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.