LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის – ვინ იკავებს მის ადგილს

195
elon musk (1)

Forbes-ის თანახმად, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. მასკის ნაცვლად, პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი ახლა LVMH-ის აღმასრულებელს დირექტორს, ფრანგ ბერნარ არნოს ერგო. ამ დროისთვის არნო $189.1 მილიარდს ფლობს, ილონ მასკი კი $177.6 მილიარდს. მესამე ადგილს, $134 მილიარდით, ინდოელი გაუტამ ადანი იკავებს.

არნომ მასკს Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსშიც გადაუსწრო.

მასკს მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის პირველი ადგილი 2021 წლის სექტემბრიდან ეკავა, მას შემდეგ, რაც Amazon-ის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს გაუსწრო.

ილონ მასკმა ტვიტერის ოფისი „სასტუმროდ“ გადააკეთა - ფოტოები

ერთ-ერთმა ყოფილმა თანამშრომელმა აღნიშნა, რომ Twitter-ის ახალი ხელმძღვანელი ილონ მასკი შტაბ-ბინაში რჩება მას შემდეგ, რაც მან ფირმა შეიძინა.

Tesla-ს დამფუძნებლის ქონების ვარდნა ავტომწარმოებლის შემცირებულ ღირებულებას უკავშირდება. დღეს Tesla-ს აქციები 6.3%-ით შემცირდა. წელს კომპანიის აქციების ღირებულება პრაქტიკულად განახევრებულია, რაც მასკის მიერ Twitter-ის $44 მილიარდად შეძენის ფონზე დაჩქარებულ გაყიდვებს უკავშირდება. 

რაც შეეხება არნოს, მან ქონება მოიპოვა მსოფლიოში ყველაზე დიდი ფუფუნების კონგლომერატის შექმნით, რომელიც მოიცავს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: Louis Vuitton, Tiffany, Tag Heuer და Celine.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g