LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკის მე-14 შვილის დედა, სიდუხჭირის გამო, 100 ათას დოლარიან „ტესლას“ ყიდის

218
page

გასულ თვეს ცნობილი გახდა, რომ ილონ მასკს კიდევ ერთი შვილი შეეძინა. ამჯერად მისი შვილის დედა, საბავშვო მწერალი და ინფლუენსერი, 26 წლის ეშლი სენტ კლე­რია. მალევე წყარომ გამოცემა People-ს განუცხადა, რომ „ტესლას“ გენერალურმა დირექტორმა თავისი შვილის დედას ფინანსური დახმარება საგრძნობლად შეუმცირა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეშლიმ მასკს „დნმ“-ის ანალიზი ოფიციალურად მოსთხოვა და განაცხადი სასამართლოში შეიტანა.

ილონ მასკმა თავისი მე-14 შვილის დედას ფინანსური დახმარება შეუმცირა – ახალი დეტალები

აღნიშნული მოვლენების შემდეგ, ინტერნეტსივრცეში, ეშლი სენტ კლე­რის ვიდეო და ფოტოები გავრცელდა. ის აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემების გამო იძულებულია 100 ათას დოლარიანი „ტესლა“ გაყიდოს.

„მე კომპენსირება უნდა მოვახდინო ილონ მასკის მიერ ჩვენი შვილისთვის მოკლებული ალიმენტების“, – აცხადებს ეშლი.

გასულ თვეს მან განაცხადა, რომ ბავშვის ჩასახვამდე მილიარდერი რამდენჯერმე ჰყავდა ნანახი, მათ ღამე 2024 წლის იანვარში, სენტ-ბართსის კუნძულზე გაატარეს. გოგონას თქმით მასკი მას ეუბნებოდა, რომ მასთან „ბავშვების არმიის“ გაჩენა სურდა. აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ილონმა შვილი რამდენჯერმე უკვე ნახა, თუმცა, ის მის აღზრდაში ჩართული არ არის.

ცნობისთვის, უკანასკნელი მონაცემებით, 52 წლის ილონ მასკს 14 შვილი ჰყავს – 6 შვილი პირველი მეუღლისგან, ჯასტინ უილსონისგან, 3 შვილი გრაიმსისგან, 4 შივონ ზილისისგან, ერთი კი ინფლუ­ენ­სე­რ ეშლი სენტ კლე­რისგან.

„ის მე მეუბნებოდა, რომ ჩემთან ბავშვების არმიის გაჩენა სურდა“ – ილონ მასკის მე-13 შვილის დედა უახლეს ფოტოებს ავრცელებს და დნმ-ის ტესტის გაკეთებას ითხოვს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები