ამერიკული Forbes-ის ცნობით, 2025 წლის დასაწყისიდან დღემდე, Tesla-ს აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის გამო, მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის ქონება 42.8 მილიარდი დოლარით შემცირდა.
უფრო კონკრეტულად, საფონდო ბირჟაზე ბოლო ვაჭრობის შედეგად, Tesla-ს აქციების ღირებულება 6.3%-ით შემცირდა და 328.50 დოლარი შეადგინა, რაც 15 ნოემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. ანალიტიკოსები აღნიშნულის ერთ-ერთ მიზეზად მილიარდერის პოლიტიკურ საქმიანობას ასახელებენ. როგორც ირკვევა, ის მომხმარებლებს აფრთხობთ. შეგახსენებთ, ილონ მასკი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნა.
Forbes-მა, აქციების გაუფასურების შემდეგ, ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებლის ქონება 378.8 მილიარდ დოლარად შეაფასა, მაშინ როცა იანვრის ბოლოსთვის ილონ მასკის კაპიტალი 421.6 მილიარდს შეადგენდა.