LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილონ მასკმა სიდნი სვინის მკერდის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა და კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა

603
page

ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ზე კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის ობიექტი. 54 წლის მილიარდერმა მომხმარებელთა აღშფოთება გამოიწვია უცნაური პოსტით, რომელიც მსახიობ, სიდნი სვინის მკერდს ეხებოდა.

ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 წლის მსახიობი ლოს-ანჯელესში, თავისი ახალი ფსიქოლოგიური თრილერის The Housemaid პრემიერაზე გამოჩნდა. სვინმა წითელ ხალიჩაზე თეთრი, ღრმა დეკოლტირებული კაბა მოირგო, რომლის ქვედა ნაწილი ბუმბულებით იყო გაფორმებული.

მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ ქსელში ბევრმა მომხმარებელმა სვინის ჩაცმულობა და გარეგნობა განიხილა, განსაკუთრებული კრიტიკა სწორედ მასკის პოსტს მოჰყვა.

X-ზე მსახიობის ფოტოს ქვეშ მან გააზიარა ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი უცნაური გრაფიკა, ერთი მხარეს იყო დიდი მკერდის მქონე ქალი წარწერით როგორ გამოიყურება“, ხოლო მეორე მხარეს, ადამიანის სხეული გაწითლებული, ანთებული ხერხემლით.

გრაფიკაში გამოსახული ქალი ბავშვური ხმით ამბობს „Owie“-ს, რაც თითქოს მიანიშნებს, რომ მას ზურგი ტკივა მკერდის ზომის გამო. ბევრმა მომხმარებელმა ეს პოსტი შეურაცხმყოფლად და არასათანადოდ მიიჩნია.

კრიტიკოსების განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოიწვია მასკისა და სვინის ასაკობრივმა სხვაობამ.

„ის შენზე 30 წლით უმცროსია, რა უხერხულია“, „არ მორჩები ქალების ბულინგს?“, „მასკი განსაკუთრებული იუმორი აქვს“ – არ წყდება კომენტარები.

განსაცვიფრებელი სილამაზე: სიდნი სვინი პრემიერაზე ჰოლივუდის ოქროს ხანის ლეგენდას ჰგავდა

მასკი აპირებს, რომ მსოფლიოში პირველი ტრილიონერი გახდეს

ილონ მასკის მე-14 შვილის დედა აცხადებს, რომ სიღატაკის ზღვარზეა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები