“იმ ჯგუფებს, ვისაც მაღალი რისკი აქვთ, მაქსიმალური ხანგრძლივობის კარანტინი შეეხებათ”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო დაავადების კონტროლის ცენტრთან ერთად რისკის მაჩვენებლების გათვალისწინებით კოდიფერენცირებულთა დიფერენცირებული მექანიზმის ჩამოყალიბებაზე მუშაობს.
8-9 მიკროაფეთქების შემთხვევა გვქონდა, რომლის ლოკალიზება 2 კვირაში მოვახერხეთ – თენგიზ ცერცვაძე
„იმ ჯგუფს ვისაც აქვს მაღალი რისკი, კვლავ მაქსიმალური ხანგრძლივობის კარანტინი შეეხება. იმ ჯგუფებზე, ვისაც ნაკლები რისკი აქვთ, შეიძლება ვისაუბროთ კარანტინის, თვითიზოლაციისა და ასევე 72 საათიანი ტესტირების კომბინაციაზე“, – აღნიშნა გაბუნიამ.
შეგახსენებთ, დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საკარანტინო პერიოდი შესაძლოა 8 დღემდე შემცირდეს.
