LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იმ ხელებზე ეტყობა ჩემი გამწარებული ბავშვის კბილები” – ჭირისუფალი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

459
BeFunky-collage (13) (1)

ე.წ. “დამპალოს სასაფლაოზე” მოკლული მურად წურწუმიას ოჯახს პროკურატურასთან კითხვები აქვს. მათი განცხადებით, დანაშაული, რომელსაც შესაბამისი ორგანო იძიებს, უნდა გადაკვალიფიცირდეს და არა მარტო ჯგუფური მკვლელობის, არამედ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით უნდა გაგრძელდეს.

ჭირისუფალი ოჯახი ითხოვს აღნიშნული მკვლელობის საქმე გამოითხოვოს და გამოიძიოს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორმა.

“სარალიძესავით ვერ მომატყუებთ, მე ის ქალი არ ვარ” – მოკლულის დედა ბრალდებულის სასამართლოზე არ შეუშვეს

“ჩვენი მოთხოვნა არის კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ მკვლელობაში მონაწილე ორივე პირი. ბავშვი არის სასტიკად ნაწამები, დასახიჩრებული აქვს მთელი სხეული. ექსპერტიზა ჩავუტარეთ 2-ჯერ. ” – ამბობს მოკლულის ბიძა, მანუჩარ წურწუმია.

მურად წურწუმიას გვამის განმეორებით დათვალიერების შედეგად არც ერთი თვალის დაკარგვა არ დასტურდება – პროკურორი

24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობაში ბრალდებულების დასჯას კანონის სრული სიმკაცრით ითხოვენ მოკლულის სხვა ნათესავებიც.

“ის რომ ბრალდებული არ ნანობდეს გამორიცხულია. როგორ არ ნანობს. ხომ ვნახეთ სასამართლოზე ხელებს სახეზე იფარებს. მაგრამ სახეზე, რომ იფარებს იმ ხელებზე კარგად დააკვირდით, როგორ ეტყობა ჩვენი ბავშვის კბილები.

იმ ხელებზე ეტყობა გამწარებული ბავშვის კბილები და ამ ცოდვას სად წაიღებს. ოჯახის მოთხოვნაა, რომ ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანასაულისთვის ბრალდებულები დაისაჯონ ისე, როგორც იმსახურებენ.” – თემურ ჭკადუა.

წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი პირი, რომელთაც სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება გრძელდება. პროკურორის განმარტებით, უწყება საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საქმესთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვან სიახლეს მიაწვდიან ოჯახს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g