LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს“ – მივლენ თუ არა გამყრელიძე და იმნაძე ოპოზიციის მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე

169
55

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და მისი მოადგილე პაატა იმნაძე განმარტავენ რატომ დაესწრნენ „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას.

პაატა იმნაძე არ მალავს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე დასწრება მის პოლიტიკურ სიმპათიაზე მიანიშნებს.

მედიის წარმომადგენლებმა პაატა იმნაძეს ასევე ჰკითხეს, მივიდოდა თუ არა ღონისძიებაზე ოპოზიციის მიწვევის შემთხვევაში.

„გააჩნია ოპოზიციას. ნორმალური ადამიანი იმასთან არ მიხვალ, ვინც ყოველ დღე გაგინებს“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ამირან გამყრელიძემ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარული სიის პრეზენტაციაზე მიწვეული იყო როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

„პოლიტიკურ სიმპათიებზე არ ვისაუბრებ, არ მაქვს საუბრის არც უფლება და არც სურვილი. მე აპოლიტიკური ფიგურა ვარ და წარმოვადგენ სახელმწიფო დაწესებულებას. დღეს მიწვეული ვიყავი, როგორც ერთ-ერთი დამსწრე და მხარდამჭერი. დღეს წარმოვადგენ სახელმწიფოს და სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ინსტიტუციას, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში და ამიტომ მე იქ მიწვეული ვიყავი, როგორც ამ დაწესებულების ხელმძღვანელი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კითხვაზე, მსგავს ღონისძიებაზე ოპოზიციამაც რომ დაპატიჟოს, მივა თუ არა, ამირან გამყრელიძე აცხადებს: „გააჩნია ვინ დამპატიჟებს და როგორ“.

შეგახსენებთ, დღეს პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენა კოჯორში, „ბიოლის“ კომპლექსში გაიმართა.

 

წარდგენის ღონისძიების შესახებ ასევე წაიკითხეთ:

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

“ოცნებას” ისევ შეუძლია იტვირთოს პასუხისმგებლობა”: ბიძინა ივანიშვილის სიტყვა

“ამ ქვეყანას “ოცნება” სჭირდება” – გიორგი გახარია გამარჯვებაში დარწმუნებულია

რას გააკეთებს “ოცნება” არჩევნების მოგების შემდეგ

ვის „ჩაუდეს“ და ვის უხარია „ოცნების“ მაჟორიტარობა – წარდგენის ამბები კულისებიდან

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g