შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, ნიკა მელიას დაკავებისას იმაზე ნაკლები პოლიციელი შევიდა, ვიდრე იქ ადამიანები დახვდათ.
“რაც მთავარია, პროპორციული ძალა გამოვიყენეთ, შიგნით შესული იყო დაახლოებით 200 ადამიანი, ჩვენი თანამშრომელი. მათ შორის, იყვნენ მაშველები. გარეთ მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, კრიმინალური პოლიცია, რომლებიც შიგნით არ შესულან.
ასევე იყო სახანძრო სამსახურის დანაყოფები – იყო საშიშროება, ცეცხლი გაჩენილიყო და დიდი უბედურება მომხდარიყო. რა თქმა უნდა, სახანძრო მანქანები მზად გვყავდა და თუ ყველას ერთად მოვითვლით, შეიძლება ადამიანს ბევრი მოეჩვენოს, მაგრამ შიგნით, შესული პირიქით, ბევრად ნაკლები იყო პოლიციელი, ვიდრე შიგნით ხალხი იყო ვინც დაგვხვდა”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში მოუსმინეს.
ამავე თემაზე:
შეიძლება გვეღიმება, მაგრამ ქმარიც არის ხოლმე ნაცემი: გომელაური ოჯახში ძალადობაზე
შსს “ქურდული სამყაროს” წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებს: ვახტანგ გომელაური
“როგორ არის ბადრი, ხომ არაფერი შემოუთვლია?” – ალეკო ელისაშვილი გომელაურს