“იმედი გვაქვს, რომ „გირჩი“ საპარლამენტო ცხოვრებას სრულფასოვნად შემოუერთდება, ” – ამის შესახებ განცხადება ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გააკეთა.
“ჩვენ ამისთვის ყველა ნაბიჯს გადავდგამთ, ჩვენი სურვილია, რომ ეს პოლიტიკური პარტია სრულფასოვნად შემოუერთდეს პარლამენტს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
