LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იმედი მაქვს, პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს: ხვიჩია

84
1552908159-იაგო-ხვიჩია

“მაქვს იმედი, რომ პრეზიდენტი ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე და ამას გამორიცხავს, არ მგონია, ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საგანი.” – “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა.

ხვიჩიას განცხადებით, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დროს, სწორედ “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შესატანი ცვლილებები განიხილეს.

ოპოზიციონერი ამბობს, რომ აუხსნა პრეზიდენტს, თუ რატომ იყო აღნიშნული ცვლილებები საკუთარი შინაარსით საბჭოთა ცვლილებები და რატომ იყო ის წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან:

“პრეზიდენტთან ერთი თემა განვიხილეთ, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებები. ამ ცვლილებებზე მე “ფეისბუქში” ვთხოვე პრეზიდენტს, რომ ვეტო დაედო და ამ თემასთან დაკავშირებით მას სურდა ჩემთან საუბარი.

ჩემი პოზიცია გავაცანი, ავუხსენი რატომ იყო ეს ცვლილებები საბჭოთა ცვლილებები თავისი შინაარსით და რატომ იყო ის წინააღმდეგობაში შარლ მიშელის დოკუმენტთან, რომლის გულშემატკივარიც როგორც ჩემთვის ცნობილია, პრეზიდენტიც იყო.

პრეზიდენტს შეუძლია ხელმოწერის ნაცვლად, კანონპროექტი უკან დააბრუნოს შენიშვნებით. ჩვენს შეხვედრაზე ამასაც შევეხეთ, მე მქონდა მოსაზრება, თუ როგორი შენიშვნით უნდა იყოს ის უკან დაბრუნებული. პრეზიდენტის განწყობას რაც შეეხება, მე არ ვარ განწყობების სპეციალისტი, რომ ამ საქმეში ღრმად შევიდე, ჩვენ ყველანი ველოდებით, რამდენიმე დღე და შეიძლება რამდენიმე საათიც არის დარჩენილი, რომ პრეზიდენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. მე მაქვს იმედი, რომ ის ამ საშინელ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. თუ საერთოდ არ ფიქრობს ვეტოზე და ამას გამორიცხავს, არ მგონია ისე ერთობოდეს, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან შეხვედრა იყოს მისი მხიარულების საგანი.” – თქვა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, იმისათვის, რომ კანონპროექტი ძალაში შევიდეს, საჭიროა, მას ხელი პრეზიდენტმა მოაწეროს. პრეზიდენტს უფლება აქვს, კანონპროექტს ვეტო დაადოს და პარლამენტში უკან დააბრუნოს ხელახლა განსახილველად.

magti 5g