“იმედი მაქვს, რომ უმოკლეს ვადაში შეძლებთ, განაახლოთ სრულფასოვანი მაუწყებლობა”, – ასე მიმართა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ TV პირველის ჟურნალისტს.
არხს კიბერთავდასხმის შედეგად, მუშაობა მხოლოდ პირდაპირ ეთერში შეუძლია.
ჩვენი ტელევიზიის თავს შემთხვევით არაფერი ხდება – TV პირველის კომერციული დირექტორი
ბახტაძე სპეკულაციად აფასებს იმ ბრალდებებს, რომლის თანახმად, როგორც “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ასევე TV პირველზე კიბერშეტევა არის ხელისუფლების მედიაზე ზეწოლა.
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი არის მედიაპლურალიზმი და მედიის თავისუფლება”, – აღნიშნა ბახტაძემ.
ბახტაძის თქმით, კიბერდანაშაული, 21-ე საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა გახდა ნებისმიერი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.
ტელეკომპანია TV პირველი სრულფასოვან მაუწყებლობას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
ტვ პირველი განცხადებას ავრცელებს – არხი პარალიზებულია
