LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმედის“ ჟურნალისტი რუსა შელია ამერიკელების შესახებ: „მესამე კვირაა, ამ საოცარ ქალაქში ვარ და პირველი შთაბეჭდილება არ გამნელებია…“

343
shelia

„იმედის“ ჟურნალისტი რუსა შელია მესამე კვირაა, აშშ-ში, კერძოდ, ვაშინგტონში იმყოფება და გაოცებული წერს იქაურების თბილი დამოკიდებულებით უცხო ადამიანების მიმართ;

გთავაზობთ ჟურნალისტის პოსტს ამ თემაზე:

„მესამე კვირაა, ამ საოცარ ქალაქში ვარ და პირველი შთაბეჭდილება არ გამნელებია, თუ უფრო არ მიმძაფრდება.

როგორ ახერხებენ იყვნენ ასეთი ყურადღებიანები, ლაღები და თავისუფლები? ყველა თან, დიდი თუ პატარა!

რუსა შელია: „ამ ქართველმა გვთხოვა, მისი სახელი არ გვეხსენებინა… მან ჩემი ოპერატორი პირდაპირ სიკვდილს გამოჰგლიჯა ხელიდან…“

სადაც არ უნდა შეხვიდე, მარკეტიდან დაწყებული სახლის ფოიეთი დამთავრებული,  ისეთი ყურადღებითა და ღიმილით გესალმებიან სრულიად უცხო ადამიანები, თავიდან მრცხვენოდა, ჩემი ახლობლები ხომ არ არიან და მე ვერ ვცნობ-მეთქი :))

დავამატებ: თუ კითხვა გაგიჩნდა და დახმარებას სთხოვ, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ ყველაფერი დეტალურად აგიხსნეს, არ დაეზარებათ ასჯერ გამეორება.

იქნებ, მოვახერხოთ ჩვენც, რა თქმა უნდა, მე – პირველ რიგში…“

„იმედის“ ჟურნალისტმა და ოპერატორმა მიკოლაევიდან გააღწიეს: „ოდესის გზაზე ვარ. დაბომბვის ხმები აქაც აღწევს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g