ტელეკომპანია „იმედის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებით მიხედვით, თბილისში, საკრებულოს არჩევნებში პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 76.3% მიიღო, „ძლიერი საქართველო-ლელომ“ – 7.1%, „გირჩმა“ 6.8%, „კონსერვატორები საქართველოსთვის“ 3.3%, ხოლო სხვა პარტიები 6.5%.
ცნობისთვის, ტელეკომპანია იმედის დაკვეთით „გორბი“ ატარებს თბილისში, ქუთაისში ბათუმსა და რუსთავში კვლევას.
კვლევა ტარდება 150 შემთხვევით შერჩეულ უბანზე, პლანშეტების გამოყენებით, სადაც ამომრჩევლები თავად ნიშნავენ, რომელ პარტიას და მერობის კანდიდატებს მისცეს ხმა.
დამატებითი ინტერვიუები ეკითხებიან დემოგრაფიულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ საკითხებს.
მონაცემები ეყრდნობა შვიდის ნახევრისთვის გამოკითხულ ამომრჩეველთა პასუხებს, რომლის მიხედვითაც ყველა ამ მუნიციპალიტეტში ჯამურად გამოიკითხა 17 686 რესპონდენტი.
ცდომილების ზღვარი, პლუს მინუს 2 პროცენტია.